X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან

26 ივლისი 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა და მინისტრის მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გაგი ბუაძე საფრანგეთის ელჩს საქართველოში, პასკალ მენიეს შეხვდნენ. 
შეხვედრაზე მხარეებმა  მთის კურორტების განვითარების კუთხით,  ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს  და ამ მიმართულებით  კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.  
საფრანგეთის ელჩმა მინისტრის მოადგილეებს ის ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო, რომელიც ფრანგულ კომპანიებს მთის კურორტების განვითარების კუთხით გააჩნია.